- საარბიტრაჟო პრეტენზია
- საარბიტრაჟო დავის განხილვის დაწყების საფუძველი კანონის თანახმად არის მხარის საარბიტრაჟო პრეტენზია. კანონი ზუსტად არ განსაზღვრავს საარბიტრაჟო პრეტენზიის ფორმას, თუმცა ბუნებრივია, რომ მასში უნდა აისახოს მხარის მოთხოვნა და ის გარემოებები, რომელზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებს, ასევე, მტკიცებულებები, რომლებიც ადასტურებენ ამ გარემოებებს. საარბიტრაჟო პრეტენზია ეგზავნება მეორე მხარეს და არბიტრაჟის თავმჯდომარეს, ხოლო თუ არბიტრაჟის თავმჯდომარე ჯერ არ არის არჩეული - არბიტრაჟის ყველა დანიშნულ წევრს.Source: კერძო არბიტრაჟი საქართველოში: დავის გადაწყვეტის ალტერნატიული გზა, გზამკვლევი / ფონდი ALPE - თბ.:
Georgian encyclopedia. 2013.